სიახლეები
სკოლები

რუისის N2 საჯარო სკოლაში მისულ მოსწავლეებს პედაგოგმა ორიგინალური საჩუქარი დაახვედრა
23-09-2024
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მონატრებული მოსწავლეების დასახვედრად სკოლის დირექტორი - სონია მეტრეველი და პედაგოგები განსაკუთრებული სიყვარულით მოემზადნენ. მათი მთავარი საზრუნავი სწორედ ახალგაზრდების გახარება და ცოდნის გაღრმავებაა. 

აღსანიშნავია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - მედეა ქურდაძემ მეხუთე კლასის მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ახალი სასწავლო წელი მასწავლებლებმა სიურპრიზებით დაიწყეს და მათთვის მოსწავლეების გახარება და გაბედნიერება 2024-2025 სასწავლო წელსაც პრიორიტეტულია. ქართული ენისა და ლიტერატურის ახალგაზრდა პედაგოგმა, მედეა ქურდაძემ მეხუთეკლასელებისთვის საჩუქარი - გადაშლილი წიგნების დეკორაცია, საკუთარი ხელით შექმნა.

კლასის კედელს ახლა იმ გადაშლილი წიგნების დეკორაცია ამშვნებს, რომელიც საგულდაგულოდაა გაფორმებული სხვადასხვა ყვავილით.

„ეს კლასი წელს პირველად ავიყვანე. მინდოდა, რამე ორიგინალური, განსხვავებული დამეხვედრებინა ბავშვებისათვის და ამიტომ გადავწყვიტე, წიგნებისგან ამეწყო ეს დეკორაცია, რითაც, ვფიქრობ, გავზრდი ბავშვებში წიგნის მიმართ სიყვარულს. კედელზე გამოკრულია ის წიგნები, რომელთა წაკითხვასაც მომავალში ვაპირებთ. რაც შეეხება ციტატას, რომელიც კედელზე განსაკუთრებულ ადგილას წარმოვაჩინე – „რა კაცია ის, ვინც არ ცდილობს, სამყარო უკეთესი გახადოს”, არის ჩემი საყვარელი ფილმიდან „ზეციური სამეფო” და მინდოდა, რომ მათ ყოველ დღე ენახათ ეს გენიალური ფრაზა. ვფიქრობ, ჩემმა ჩანაფიქრმა გაამრთლა“,- აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება