მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გომბორის უღელტეხილზე დღეს დილას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები კახეთში ექსკურსიაზე მიყავდა, ხევში გადავარდა.
ამ დრომდე ავარიის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. შსს-სინფორმაციით, ოთხი დაღუპულიდან ერთი არასრულწლოვანია დანარჩენი სამი, სავარაუდოდ მშობლები და მოზარდების თანმხლები პირები არიან. დაშავებულია 10-მდე ადამიანი.
ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები, ასევე საპატრულო პოლიცია.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავარიის დროს დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა