მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ახალი შემართებით, ენერგიულად და ემოციურად დაიყო.
შთამბეჭდავი იყო მოსწავლეების მიერ წარდგენილი შემოქმედებითი ნომრები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველი და მეთორმეტე კლასელების მიერ დადგმული პერფორმანსი.
დღე კიდევ უფრო ემოციური გახადა დირექტორის - ალექსანდრე ნიქაბაძის მილოცვამ და სამოტივაციო მიმართვამ:
„გილოცავთ სწავლის ახალი ეტაპის დაწყებას! ეს მომენტი წარმოადგენს ახალ შესაძლებლობებს და გამოწვევებს, რომელთა წინაშე უამრავი კარი გაიხსნება. სწავლა არის ადამიანის სუვერენული უფლება, რაც მას ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესად აქცევს. გიყვარდეთ ცოდნა, ყოველი დახარჯული დრო და ენერგია ამ შესაძლებლობების გამომუშავებაში თქვენი მომავლისთვის ყველაზე საუკეთესო ინვესტიციაა. სწავლის პროცესში წარმატების მიღწევა საჭიროებს არა მხოლოდ შრომას, არამედ სულიერ ძალას, რის შედეგადაც შესაძლებელია თქვენი მიზნების მიღწევა. წარმატებებს გისურვებთ ახალ თავგადასავლებსა და საინტერესო აღმოჩენებში!“.
დირექტორთან ერთად, მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს: წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილმა, დირექტორის მოადგილე მიმოზა ჩოგოვაძემ, ქვიტირის თემის რწმუნებულმა - ვლადიმერ ჭეიშვილმა და მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულმა - კახაბერ ჩაკვეტაძემ.
მათ მოსწავლეებს უსურვებს კონკურენტუნარიანი განათლების მიღებისკენ სწრაფვა, ცოდნის, უნარების და ღირებულებების სწორად ფორმირება, სოციო-ემოციური მდგრადობა და სხვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა