სიახლეები
სკოლები

ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღინიშნა
23-09-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ახალ 2024-2025 სასწავლო წელს დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ.

ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლის შენობა სადღესასწაულოდ მოირთო, რამაც მოსწავლეების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. სკოლის ეზოში, ასევე შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მათ იცეკვეს, იმღერეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„სკოლა ცოდნის ტაძარია. ჩვენი სკოლის ტაძარი, დღეს დიდი სიყვარულით შეხვდა ახალ სასწავლო წელს, ენთუზიაზმით, დიდი იმედებითა და მოლოდინებით“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დაუვიწყარი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. პირველკლასელების განწყობასა და მოტივაციაზე სასკოლო საზოგადოებამ იზრუნა - მათთვის საკლასო ოთახები ლამაზად - ბუშტებითა და დეკორაციებით მოირთო.

„ჩვენი სკოლა სიყვარულით შეეგება უსაყვარლეს მოსწავლეებს, მზესავით ლამაზ პირველკლასელებს, მათი მომღიმარი, ბედნიერი სახეები, გარანტიაა, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალის!

ჩვენ მზად ვართ მათ სრულყოფილი ცოდნის შესაძენად, მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ, რათა მათ ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

ქვემო ახალშენის საჯარო სკოლა, დიდი სიყვარულით ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას სრულიად საქართველოს.

„წარმატებებს გისურვებთ. უფალი გფარავდეთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება