მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი ახალი შემართებით, მოტივაციითა და პოზიტიური განწყობით დაიწყეს.
სასკოლო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა სკოლის დირექტორის ნინო ფორჩხიძის მიმართვა, მილოცვა და საერთო მიზნების დასახვა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს პერიოდი ყოველთვის გვავსებს ახალი შესაძლებლობებით, მიზნებით და გამოწვევებით. სკოლა ის ადგილია, სადაც ჩვენი მომავალი თაობა არა მხოლოდ ცოდნას იძენს, არამედ იზრდება, ვითარდება და ხდება საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
ჩვენი მიზანია შევქმნათ სასწავლო გარემო, რომელიც თითოეულ მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, განავითაროს თავისი პოტენციალი, იპოვოს შთაგონება და საკუთარი გზა. ამასთან ერთად, არ უნდა დავივიწყოთ იმ ღირებულებების მნიშვნელობა, როგორიცაა ერთმანეთის პატივისცემა, მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა.
მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებსა და მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენი სკოლის წარმატების განუყოფელი ნაწილი ხართ. თქვენი მხარდაჭერა და შრომა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი მოსწავლეების წარმატებაში.
გისურვებთ, რომ ეს წელი იყოს ნაყოფიერი, სავსე ახალი ცოდნით, მეგობრობითა და წარმატებებით! ერთად შევქმნათ სასწავლო გარემო, სადაც ყველა თავს იგრძნობს აღიარებულად და დაცულად.
წარმატებებს გისურვებთ!“, - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა და მოსწავლეებს მისცა სტიმული, რომ ბენარის საჯარო სკოლა მათი წარმატებით არაერთხელ ასახელონ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა