მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ახალციხეში, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების, სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა მოსწავლეებმა სტუმრებს, შემეცნებითი ექსკურსია მოუწყვეს. ასევე მოეწყო კალიგრაფიისა და თიხის მასტერკლასები, ნახატების, ხელნაკეთი ნივთებისა და პროგრამის ფარგლებში შექმნილი სასწავლო რესურსების გამოფენა. წარმოდგენილი იყო კულინარიული კუთხეები. ღონისძიებას განსაკუთრებული მრავალფეროვნება შესძინა მოსწავლეების მიერ შესრულებულმა საკონცერტო ნომრებმა.
დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების სკოლებსა და სექტორებზე სახელმწიფო ენის გაძლიერების მიზნით მივლენილია 143 კონსულტანტ-მასწავლებელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.