სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლები ყოველთვიურად 500 ლარიან სახელფასო დანამატს და რესურსების შესაძენად 1000 ლარს მიიღებენ
24-09-2024
-
+


აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები 2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურ სახელფასო დანამატს 500 ლარის ოდენობით, ხოლო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების შესაძენად დამატებით 1000 ლარს მიიღებენ, რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ განხორციელებას და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა „პროექტი ჩემს გაკვეთილზე", აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2023 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც პროექტების შერჩევა მოხდა კონკურსის გზით, რომელშიც მონაწილეობის უფლება ჰქონდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მასწავლებლებს ინდივიდუალურად. 

პროექტები მოიცავდა ახალი მეთოდოლოგიების დანერგვას, ტექნოლოგიების გამოყენებას, საკლასო ოთახის რესურსების გამდიდრებას, ან სხვა აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაძლიერებას.

„2024 წელს საკონკურსო განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. შემოვიდა 282 განაცხადი, რომელთაგან საკონკურსო კომისიამ 100 საპროექტო განაცხადი შეარჩია დაფინანსებისთვის. 2023 წელს დაფინანსდა 61 პროექტი“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება