TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გაიაზრეს
11-06-2018
-
+


ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლია გულიკაშვილმა მე-7 კლასში სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო - გამჭოლი კომპეტენციები აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავში“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მიზნად ისახავდა სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის გააზრებას.

„სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელია ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, როგორიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და ა.შ. მოსწავლეებმა უკვე შესწავლილი ტექსტიდან გამოყვეს ამ კომპეტენციისთვის შესაბამისი ეპიზოდები და გააანალიზეს, იმსჯელეს და მოაწყვეს დისკუსია გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე საკითხებზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

მისი თქმით, მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს პოემის მთავარი პერსონაჟის შემწყნარებლობის, თავმდაბლობის, პრობლემის მოგვარების, სხვისი უფლებების პატივისცემის უნარ- ჩვევებზე და დაასკვნეს, რომ ომში გამარჯვებული არ არსებობს, ამიტომ მსოფლიოს ლიდერებმა ყოველი ღონე უნდა იხმარონ მშვიდობის შენარჩუნებისათვის.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება