მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.
სკოლაში ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა ახარებთ. სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე სასკოლო საზოგადოებას წარმატებას ულოცავს და აღნიშნავს თითოეული მათგანის თავდაუზოგავ შრომას, საქმისადმი სიყვარულს და თითოეული მასწავლებლის, თანამშრომლისა და მოსწავლის ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად.
„გილოცავთ, ამ ისტორიულ წარმატებას! დღეს თითოეული თქვენგანი ამაყია და სწორადაც, რადგან ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება მხოლოდ თავდაუზოგავი შრომისა და საქმის დიდი სიყვარულის შედეგია.
ეს დღე არის გამარჯვების ფიესტა, თითოეული მასწავლებლის, თანამშრომლისა და მოსწავლის ერთობლივი მონაპოვარი. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სკოლის გმირებს, ვინც უდიდესი ძალისხმევითა და ერთიანობით მიაღწიეს ამ სიხარულს. თქვენი ერთიანობა, თავდადება და განათლებისადმი უსაზღვრო სიყვარული დღეს სასწაულებს ახდენს.
დიდი მადლობა ექსპერტებსა და ავტორიზაციის საბჭოს, ვინც განწყობილნი იყვნენ ჩვენი სკოლის ძლიერი მხარეების შეფასებისა და მომავლისთვის მნიშვნელოვანი რჩევების მიცემისაკენ. ეს წარმატება არ არის მხოლოდ სკოლისთვის, ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც ვოცნებობთ განათლების მომავლის გაუმჯობესებაზე. გილოცავთ ყველას!!!“- აღნიშნავს დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა