სიახლეები
სკოლები

ძმაგულის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღინიშნა
24-09-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ, შთამბეჭდავ გარემოში დაიწყო.

სკოლის ეზოში ლამაზი და ემოციური ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების განწყობასა და მოტივაციაზე დადებითად იმოქმედა ლამაზად მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა და სკოლის ეზომ. 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - რამაზ მახარაძემ, რომელმაც სწავლის დაწყება ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა.

„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ხარისხიანი განათლების მიღებას, წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა დირექტორმა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება