მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებებისთვის/ასოციაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.
კონკურსის მიზანია პროფესიული განვითარების სფეროში მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციების/გაერთიანებების ჩართვა და ამ პროცესში მათი აქტივობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს გარე აქტორების გაძლიერებას და შექმნის პირობებს ცენტრის სერვისების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციისთვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი.
კონკურსის მიზნიდან გამომდინარე, გრანტის მიღების შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა გადაჭრას შემდეგი ამოცანები:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საგნობრივმა ასოციაციამ/გაერთიანებამ შევსებული საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინოს 5 დეკემბრის ჩათვლით, ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ელექტრონული განაცხადის შევსებული ფორმის სახით ელექტრონულ ფოსტაზე info@tpdc.ge
პროექტისათვის ცენტრიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.
ელექტრონული განაცხადის ფორმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.