სიახლეები
სიახლეები

ნერვული ტიკი ბავშვებში - რატომ ჩნდება და რა უნდა იცოდეთ
29-09-2024
-
+


უმიზეზო მოძრაობები, თვალების ხშირი ხამხამი, თითის წუწნა და ჩახველება - რა არის ბავშვის ასეთი საქციელის მიზეზი და რა უნდა იცოდნენ მშობლებმა.

ბევრი მშობელი შვილის ასეთ საქციელს მავნე ჩვევად მიიჩნევს. სინამდვილეში ნერვული ტიკი ეს არის კუნთების სწრაფი და უნებლიე განმეორებითი შეკუმშვა.

გამოვლინების ვარიანტები სხვადასხვაგვარია, ზემოთ ჩამოთვლილს შეგვიძლია დავამატოთ, მხრების აჩეჩვა, ხველა, ღრმა ამოსუნთქვა, წამოყვირება.

რატომ ჩნდება ნერვული ტიკი

ტიკი ნებისმიერ ასაკში ძლიერი მღელვარების ფონზე, ფსიქოტრამვული და სტრესული სიტუაციების შემდეგ ჩნდება. სტრესის ან მღელვარების წყაროდ კი შესაძლოა იქცეს ბავშვისთვის ახალი გარემო (საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლა), ღონისძიებაზე მოსალოდნელი გამოსვლა, საკონტროლო სკოლაში ან ახლობელ ადამიანებთან კამათი.

რისკის ჯგუფში არიან ბავშვები, რომლებსაც სუსტი სტრესამტანობა აქვთ და რომლებიც გამუდმებით სტრესულ სიტუაციაში არიან.

ტიკის შემცირებას ხელს უწყობს არასტრესული გარემო, ამასთან თუ ტიკს არ ვუმკრნალებთ ის შესაძლოა უფრო შესამჩნევი და ინტენსიური გახდეს.

როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვს ნერვული ტიკი აქვს

  • არ ეჩხუბოთ, არ დასაჯოთ და დასცინოთ ბავშვს, ამით პრობლემა მხოლოდ დამძიმდება;
  • მშვიდად მიუდექით შვილის ასეთ საქციელს, არ შეარცხვინოთ და გაუბრაზდეთ;
  •  შეეცადეთ ყურადღება არ გაამახვილოთ;
  • გაატარეთ ბავშვთან მეტი დრო, ესაუბრეთ, გაიზიარეთ მისი პრობლემები და განცდები. ითამაშეთ მასთან.
  • ემეგობრეთ, ხშირად ჩაეხუტეთ და უთხარით, თუ როგორ გიყვართ.
  • შეამცირეთ ტელევიზორის ყურების, თამაშის და ტელეფონსა და პლანშეტზე გართობის დრო. თუ ტელევიზორის გამორიცხვა შეუძლებელია, შეარჩიეთ მულტფილმები და საბავშვო ზღაპრები.
  • აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, მხოლოდ ექიმს შეუძლია მიაგოს ნამდვილ მიზეზს და მოგცეეთ თქვენი ბავშვისთვის საჭირო რეკომენდაციები.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება