სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N37 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე გიორგი ნემსიწვერიძე ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა
25-09-2024
-
+


ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა. ამას ცხადჰყოფს სკოლის მოსწავლის გამარჯვება ჭადრაკის ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჭადრაკის სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მის ამ მიღწევას სკოლა დიდი სიხარულით გვიზიარებს.

ეს მოსწავლეა მე-3 კლასელი გიორგი ნემსიწვერიძე, რომლის დამრიგებელი მაია თვარაძე გახლავთ.

მესამეკლასელი, 8 წლამდე ჭაბუკთა შორის, ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლის გამარჯვებით ამაყობს და მას წინსვლას უსურვებს.

„ვულოცავთ გიორგის ამ გამარჯვებას და კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევას ვუსურვებთ მას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება