მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მრავალფეროვანი დეკორაციითა და ბუშტებით იყო მორთული, რამაც პატარების განწყობა უფრო აამაღლა. სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებული სიხარულით პირველკლასელებს შეეგება, მათ ლეპტოპები და წიგნები საზეიმოდ გადაეცათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა. დირექტორმა - ელისო ირემაძემ კი ეს მნიშვნელოვანი დღე ყველას მიულოცა.
„გილოცავთ ახალ 2024-2025 სასწავლო წლის დადგომას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისათვის.
განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც ჩვენი სკოლის კარი შემოაღეს, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი და საპატიო საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით გაგვევლოს ეს სასწავლო წელიც“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს