მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი საქმიანობით გამოირჩევიან, მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „ახალი სხივი“, რომელიც მოწოდებულია მოსწავლეები ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებას მიაჩვიოს და გარემოს დაცვის მნიშვნელობის გააზრებაში დაეხმაროს.
სკოლის ეკოკლუბი - „ახალი სხივი“ (ლიდერი მასწავლებელი ელისო მაწკეპლაძე) სამოქალაქო კლუბ „თავისუფალი ხმის“ (ლიდერი მასწავლებელი - ნათია ხორხომელიძე) წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდა გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა არაერთი ეკოაქტივობა განახორციელეს და წარმატებული საქმიანობის წყალობით, გუნდმა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024“-ის ნახევარფინალისტის სტატუსი მოიპოვა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა საინტერესო აქტივობები, რომლებიც, კონკურსის თანახმად, მიესადაგება მდგრადი განვითარების მიზნებს.
გუნდის წევრები დამსახურებული სერტიფიკატებით, მაისურებითა და წიგნებით დასაჩუქრდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა