სიახლეები
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოწაფეთა საზეიმო მიღება და დირექტორის გზავნილი -„სკოლის სიძლიერე მოსწავლეთა წარმატებით იზომება“
26-09-2024
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

16 სექტემბერს, სკოლაში ნამდვილი დღესასწაული იყო. ახალ სასწავლო წელს, სკოლაში, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს დიდი სიყვარულით დახვდნენ. მათთვის საკლასო და სასკოლო გარემო ლამაზად - ბუშტებით, დეკორაციებით მოირთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს.

სკოლის დირექტორმა - მურად ჯიშკარიანმა ყველა მოსწავლე-მასწავლებელს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს დიდი სიყვარულით მიულოცა სწავლის დაწყება და მათ ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. ხელმძღვანელმა ასევე პედაგოგების ღვაწლი და ამაგი აღნიშნა, რომელთა ძალისხმევითაც სასწავლო პროცესი სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს. მან, ასევე სკოლის კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვა მიულოცა და მათ წინსვლა უსურვა.

„გილოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას.

სიხარულითა და სიკეთით სავსე ყოფილიყოს სკოლაში გატარებული ყოველი დღე ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. განსაკუთრებით კი პირველკლასელებს გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, რომლებმაც სულ პირველად შემოაღეს ჩვენი სკოლის კარი  და მერე მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ ეს დღე.

სადაც უნდა წავიდეთ, რაც უნდა ვაკეთოთ, რასაც არ უნდა მივაღწიოთ, ეს დღე ხომ ყველას მთელი ცხოვრების მანძილზე გვახსოვს - პირველი დღე სკოლაში, პირველი მასწავლებელი, პირველი გაკვეთილი, ზარის ხმა და საკლასო ოთახის სურნელიც კი.

ამიტომაც, ჩვენ, თქვენს „მასპინძლებს“,  ყოველთვის გვინდა, რომ შეუძლებელი შევძლოთ და ყველაზე ლამაზი გავხადოთ სასწავლო წლის პირველი დღე თქვენთვის. 

ჩვენი სკოლის თითოეული მასწავლებლის ძალისხმევისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად ყოველი სასწავლო წელი  წარმატების, სიახლის, სიხარულის და სიკეთის მომტანია. დარწუნებული ვარ, წელსაც ამ გზას გავაგრძელებთ და კიდევ ბევრ წარმატებას და სიხარულს გავიზიარებთ ყველა ერთად. 

სკოლის სიძლიერე მოსწავლეთა წარმატებით იზომება. მოსწავლეთა წარმატება კი ჩვენი მასწავლებლების შრომის შედეგია. იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლის ისტორიის მანძილზე მრავლად იყვნენ და იქნებიან წარჩინებული მოსწვალეები, რომლებიც ქვეყნისა და ქალაქის სამსახურში თავიანთ ღირსეულ ვალს მოიხდიან. 

წელსაც, ჩვენი სკოლის მოსწავლეთა უმეტესობამ მაღალი აკადემიური მოსწრებით დაამთავრა. მათი უმრავლესობა სახელმწიფო გრანტის მფლობელია  და ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს სწავლას. თითოეულის წარმატება სკოლის წარმატებაა. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. 

ჩვენი სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და გულშემატკივრებს, გისურვებთ, რომ წლევანდელი სასწავლო წელი ბევრად უფრო ნაყოფიერი, სიახლეებითა და გამოწვევებით სავსე და წარმატებული ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის!“, - აღნიშნა დირექტორმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება