სიახლეები
სიახლეები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ''ეტალონის'' საუკეთესო სამეულს ვეფხისტყაოსანი საჩუქრად საზეიმო ვითარებაში გადასცა
30-11-2016
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. 

ამჯერად, ‘’ზესტაფონის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.     
 
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი კულტურის სახლში ჩატარდა.  

ზესტაფონის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა, ხოლო ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს საჩუქრად ვეფხისტყაოსანი გადასცა. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული. 

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ''ანაბასისის'' სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლუკა სამხარაძე დაეუფლა (78 ქულა). 

"Etaloni.ge" ''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელს გაესაუბა. როგორც გამარჯვებული ლუკა აღნიშნავს, ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი წარმატება: 

"არ ყოფილა ''ეტალონში'' გამარჯვება მარტივი. ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა. ბედნიერი ვარ, რომ გავხდი ეტალონის ტიტულის მფლობელი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი წარმატება. ''ეტალონი'' არის ძალიან მნიშვნლოვანი პროექტი, რადგან იგი ემსახურება საქართველოში ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენას და ეს კი ძალიან წაადგება საქართველოს მომავალში."

ზესტაფონის რესურსცენტრის უფროსის თორნიკე კახნიაშვილის თქმით, ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ელოდებოდნენ ‘’ეტალონს’’: 
 
„დიდი ენთუზიაზმით ელოდებოდნენ  ბავშვები ‘’ეტალონს’’. არ დაგვჭირდა მოსწავლეების მობილიზება, თავად მოსწავლეები იყვნენ ძალიან მონდომებულები. დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს პროექტი ზესტაფონში. ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ‘’ეტალონის’’ პროექტს.“ 
 
''ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი ლუკა სამხარაძე გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.  

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს". 
         
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება