სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საზეიმო დახვედრა მოეწყო 
25-09-2024
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

ამ დღეს, სკოლაში, ნამდვილი დღესასწაული იყო. მოსწავლეთათვის სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად - ბუშტებითა და დეკორაციებით მოირთო, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

„ახალი სასწავლო წელი თვალხატულა გოგო-ბიჭების ჟრიამულით, მასწავლებლებისა და მშობლების თბილი, მზრუნველი, მომღიმარი სახეებით დაიწყო“, - გვითხრეს სკოლაში.

სკოლაში, ამ მნიშვნელოვან დღეს განხორციელდა რამდენიმე საინტერესო აქტივობა, თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა პირველკლასელებთან შეხვედრა.

როგორც გვიყვებიან, მისასალმებელი სიტყვებისა და მათთვის კომპიუტერების გადაცემის შემდეგ, საზეიმო განწყობა გაალამაზა პატარებისთვის საყვარელმა საბავშვო-საგანმანათლებლო ანიმაციურმა პერსონაჟმა ჟოზემ.      

სასკოლო საზოგადოებამ ყველა მოსწავლე-მასწავლებელს მიულოცა სწავლის დაწყება.

„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო, გილოცავთ 2024-2025 სასწავლო წელს! მშვიდობიან, წარმატებულ, ნაყოფიერ წელს გისურვებთ! ჩვენ ერთად ცოდნით ავაშენებთ მომავალს!“, - აღინიშნა სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება