მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის კანონში დეტალურად არის განსაზღვრული რას მოიცავს პედაგოგის შრომის ანაზღაურება.
1. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:
ა) თანამდებობრივ სარგოს;
ბ) თანამდებობრივ სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს.
2. მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე შეიძლება მიეცეს:
ა) კლასკომპლექტით სწავლების დანამატი;
ბ) დანამატი არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისათვის:
ბ.ა) ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის);
ბ.ბ) საქართველოს ისტორია;
ბ.გ) საქართველოს გეოგრაფია;
გ) კლასის დამრიგებლობის დანამატი;
დ) სრულ განაკვეთზე მეტი დატვირთვის დანამატი;
ე) სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება