სიახლეები
სკოლები

სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი და შავღელეს საჯარო სკოლის დირექტორის გზავნილი სასკოლო საზოგადოებას - „ერთად გავაგრძელოთ გზა წარმატებისკენ!“
26-09-2024
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმითა და ჟრიამულით დაწყო. 

სკოლას, კლასელებსა და საყვარელ პედაგოგებს მოსწავლეები დიდი სიხარულითა და სიყვარულით შეეგებნენ. 

სასკოლო საზოგადოებისთვის კი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა სკოლის დირექტორის - ზაირა ბოლქვაძის მილოცვა, მამოტივირებელი გზავნილი და ხაზგასმა, რომ შავღელეს საჯარო სკოლის მიზანია მისცეს ნიჭსა გზა ფართო.

„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, მოსწავლეთა მშობლებო, მასწავლებლებო, სკოლის მეგობრებო და გულშემატკივრებო...

დღეს, როდესაც ახალი სასწავლო წელი იწყება, ჩვენ გულითადად გილოცავთ ამ განსაკუთრებულ დღეს თითოეულ თქვენგანს.

ძვირფასო მოსწავლეებო, დგება დრო, როდესაც ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები იწყება. ამ სასწავლო წელს თქვენ შეიძენთ ახალ ცოდნას, გაიუმჯობესებთ სოციო-ემოციურ უნარებს და უფრო მეტი მოტივაცია გექნებათ სწავლისთვის. ყოველ ახალ საგანსა და დავალებაში თქვენ მოიძიებთ ახალ შესაძლებლობებს თქვენი პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის. იყავით გახსნილები ახალი იდეების და გამოცდილების მიმართ და ნუ შეგეშინდებათ შეცდომების. ისინი სწავლის ნაწილია და შანსი განვითარების.

მშობლებო, თქვენს მხარდაჭერა და სითბო თანაგრძნობასა და სოლიდარობას მოუტანს ამ მნიშვნელოვანი პროცესის, სწავლა-სწავლების წარმატებულ განვითარებას. თქვენი თანადგომა და ენთუზიაზმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწავლების, არამედ ჩვენი საზოგადოების ფორმირებისთვის.

ჩვენო მასწავლებლებო, თქვენი პროფესიული და პედაგოგიური მიდგომები, სითბო და აღიარება იქნება ის, რაც დაეხმარება მოსწავლეებს მიაღწიონ საკუთარ შესაძლებლობებს და გამოხატონ საკუთარი თავი.

ჩვენი სკოლის მიზანია შექმნას გარემო, სადაც ყველა იგრძნობს  თავს დაცულად, მოგცეთ შესაძლებლობა საკუთარი უნარების განვითარების და ხელი შეუწყოს თქვენ წარმატებას. ახალ სასწავლო წელს, ერთიანი ძალით, შევძლებთ უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ყოველდღიური ყოფა.

გისურვებთ წარმატებას, სიხარულს და უამრავ საინტერესო მომენტს ამ სასწავლო წელს. ერთად გავაგრძელოთ გზა წარმატებისკენ!

დიდი მადლობა ყველას და წარმატებული სასწავლო  წელი!“, - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება