მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ცოდნაში“ ახალი სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებამ საზეიმოდ აღნიშნა. 16 სექტემბერს ნამდვილი ზეიმი გაიმართა.
სკოლის ეზო სადღესასწაულოდ მოირთო, კლასელებსა და საყვარელ პედაგოგებს მონატრებული მოსწავლეები დიდი სიყვარულით შეეგებნენ. პირველკლასელებს კი საყვარელმა ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს და სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სკოლის დირექტორმა - ნაზი ნადირაძემ გახსნა. მან „ცოდნელებსა“ და სრულიად საქართველოს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ასევე, სკოლა ,,ცოდნას” ესტუმრნენ და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს: გლდანის რაონის გამგებელმა ბესო კალაძემ, გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა -ლადო ბოჟაძემ და გლდანის რაიონის თანამშრომლებმა - ციცი ჩაბაიძემ და ლაშა არჩვაძემ.
„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას“, - აღნიშნეს სკოლაში და მადლობა გადაუხადეს სტუმრებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა