მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ფუნქციები ოფიციალურადაა გაწერილი. მაშ ასე, მასწავლებლის სახლს ევალება:
• მასწავლებლის პროფესიული სტანდარტების პროექტების შექმნა და განვითარება;
• საჯარო სკოლის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა;
• მასწავლებელთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;
• მასწავლებელთა საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და მომზადება;
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ვაკანსიების რეგისტრაცია;
• მასწავლებელთა პროფესიული მომზადების და განვითარების პროგრამების შესამუშავებლად რეკომენდაციების მომზადება;
• მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე სამინისტროსათვის რეკომენდაციების მომზადება;
• სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კვლევების ჩატარების საფუძველზე სამინისტროსათვის რეკომენდაციებისა და ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადების წინადადებების შეთავაზება;
• სამინისტროს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიმართვის საფუძველზე, სამიზნე ჯგუფების კვლევის
განხორციელება და პროფესიული განვითარების გეგმის მომზადება;
• ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობის გზით განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგრანტო კონკურსების ორგანიზება და გრანტების გაცემა;
• სწავლა-სწავლების პროცესში დისტანციური სწავლების განხორციელების გზით განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების სწავლა/სწავლების ხელშეწყობა;
• ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამებით დაინტერესებულ პირთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. მათ, შორის სერტიფიცირება;
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიზნით, პროფესიულ-ტექნიკური ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
• ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“