მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ხალისითა და დიდი შემართებით განაახლეს.
მეორეკლასელებისთვის საგანმანათლებლო მოგზაურობის შემდეგი გაჩერება - „პინოქიოს თავგადასავლია“, რომელსაც დიდი ინტერესით გაეცნენ, საჭირო დასკვნებიც გააკეთეს და ხის ბიჭუნას დიდ გულშემატკივრებადაც იქცნენ.
პედაგოგმა - მარი თაბაგარმა მოსწავლეებს შთამბეჭდავი გაკვეთილი შესთავაზა და მოსწავლეებში წიგნის კითხვის სიყვარულს მყარი საფუძველი ჩაუყარა.
„დედამიწაზე ბავშვი არ მეგულება, „პინოქიოს თავგადასავლით“ არ დაინტერესებულიყოს და ეს მხიარული და კეთილი ბიჭუნა არ შეჰყვარებოდეს. ჩვენი სკოლის მეორეკლასელებიც დიდი ინტერესით ისმენდნენ ხის კაცუნას ამბავს.
სკოლის სახელმძღვანელოში მოცემული ამბავი რომ წავიკითხეთ, რა თქმა უნდა, მწერალ კარლო კოლოდიზეც ბევრი ვისაუბრეთ. შემდეგ, დიდ ეკრანზე მულტფილმიც ვნახეთ და პინოქიოზე შეყვარებულებმა წერილებიც მივწერეთ მას. ზოგიერთმა ყოფაქცევა დაუწუნა, ზოგმა - წიგნსა და გართობას შორის არჩევანი, უმრავლესობამ კი სათანადო რჩევა მისცა.
აბა, რამდენს გიოცნებიათ, ზღაპრის პერსონაჟი ყოფილიყავით? ასე იოცნებეს მეორეკლასელებმაც. ჩვენს სკოლაში რომ გულით ნანატრი ყველა სურვილი ხდება, ეს აღარავის უკვირს. ჰოდა, ამ პატარებმაც აქსესუარები მოირგეს და კლასში გააცოცხლეს პინოქიო, მელაკუდა, კატა, მალვინა, ჯეპეტო, თეატრის თოჯინები. უცებ მოფიქრებული თავიანთი დიალოგებით გარკვეული სცენებიც გაითამაშეს და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენით ბევრიც იხალისეს“,- გვიყვება პედაგოგი მარი თაბაგარი და მოსწავლეებისთვის კითხვის სიყვარულის სწავლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„ასე იწყება და ძლიერდება წიგნის სიყვარული! მჯერა, არც პინოქიო და არც ეს დღე მათ არასოდეს დაავიწყდებათ. ძალიან მალე კი „პინოქიოს თავგადასავლის" ყველა თავს ასეთივე ინტერესით წაიკითხავენ“,- დასძენს მარი თაბაგარი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა