მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქართველი მწერლებისთვის ლიტერატურულ კონკურსს - „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ აცხადებს.
კონკურსის მიზანია, მწერლებმა ხელი შეუწყონ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ჯანსაღი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებას სკოლაში.
წელს, კონკურსის მრავალფეროვნებისთვის, საერთო სათაურის ქვეშ, სკოლისა და მასწავლებლის ცხოვრებიდან ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი_ ღირებულებების_ თემა გამოვყავით. რაც იმას ნიშნავს, რომ მწერლებმა უნდა შექმნან ნაწარმოებები, რომლებიც ისეთი ღირებულებების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, როგორიცაა უსაფრთხო სასკოლო გარემო, ტოლერანტობა, ინტერკულტურული განათლება, სამართლიანობა, მეგობრობა და წარმოაჩენს მასწავლებლის როლს ამ პროცესში.
კონკურსის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს სპეციალური ჟიური. გამარჯვებულები 1 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის მიმდინარეობისას საზეიმო მიღებაზე დაჯილდოვდებიან. მათ საჩუქრად გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო ლიბერთი ბანკისაგან.
I ადგილი – 1000 ლარი;
II ადგილი – 700 ლარი;
III ადგილი – 500 ლარი.
დაინტერესებული პირები კონკურსის პირობებს დეტალურად გაეცნობიან როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე tpdc.ge-ზე, ასევე ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ