მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
დირეტორმა - ქეთევან მურცხვალაძემ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე იზრუნეს და ბავშვებს ლამაზად მორთული სასწავლო სივრცე დაახვადრეს.
„ემოციებითა და სიყვარულით დატვირთული დღე“- ასე აფასებენ 16 სექტემბერს სკოლაში.
სწავლის პირველი დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, პედაგოგები მათ სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯების თამამად გადადგმაში დაეხმარნენ და თბილი მიღებითა და სახალისო აქტივობებით 16 სექტემბერი დაუვიწყარ მოგონებად უქციეს. აღსანიშნავია, რომ წელს სკოლას 7 პირველკლასელი მოსწავლე შეემატა.
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხვალაძემ. მან მოსწავლე-მასწავლებლებს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
„წარმატებები და წარმატებები ყველა მოსწავლეს, ყველა მასწავლებელს და ყველა გულშემატკივარს ვისაც ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდობის ბედი აფიქრებთ. ბედნიერი პირველი ნაბიჯები ჩვენი სკოლის 7 ანგელოზს, ვინც დღეს პირველ კლასში გვესტუმრენ. გილოცავთ....“,- აღნიშნა დირექტორმა.
მართალია სასწავლო პროცესი სკოლაში მეორე კვირაა აქტიურად მიმდინარეობს მოსწავლეებს პირველი დღის ემოციები დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა