მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლითა და მოსწავლეთა ამაღლებული განწყობით დაიწყო.
მოსწავლეთა მიღება ახალი თანამედროვე სტანდარტებს მორგებული სკოლის ეზოში გაიმართა.
პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ ბუკები, მათ წიგნიერების დიდ სამყაროში პირველი ნაბიჯები დირექციამ და პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები წელს ახალ, კეთილმოწყობილ შენობაში ისწავლიან.
შენობა 150 მოსწავლეზეა გათვლილი, სადაც განთავსებულია საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი და სასადილო.
შენობა ადაპტირებულია- არის ლიფტი, სველი წერტილები, პანდუსი. მოეწყო ღია სპორტული მოედანი.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ზრუნავენ მოსწავლეებისთვის შექმნან სასიამოვნო, უსაფრთხო გარემო, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი ხარისხიანად და მაღალ დონეზე წარიმართება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა