მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კოსტას ზურარისთან, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თანამშრომლობის მზაობა.
მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ასპექტები განათლებისა და მეცნიერების სფეროში, მათ შორის საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებები.
კოსტას ზურარისმა გამოთქვა მზადყოფნა ქართული ენის სწავლების პროგრამის გაფართოებაზე, სხვა ქალაქებსა და სხვა სკოლებში ქართული დიასპორის მხრიდან მზარდი მოთხოვნის შემთხვევაში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ მოინახულა ათენის 50-ე საჯარო სკოლა, რომლის ბაზაზეც მოხდება ქართული ენის სწავლების პროგრამის პილოტირება. ასევე, შეხვდა ქართველ მოსწავლეებს.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საბერძნეთში საქართველოს ელჩს იოსებ ნანობაშვილს, განათლების სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობისთვის გაწეული ინტენსიური სამუშაოებისთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.