მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში საქართველოს უახლესი ისტორიის ეს ტრაგიკული დღე გაიხსენეს.
სოხუმის დაცემის დღსთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის მიერ სკოლაში დაიგეგმა და ჩატარდა სასწავლო პროექტი - „მე მიყვარს სოხუმი“.
პროექტს ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი ელენა გოგია.
პროექტის ფარგლებში გაიმართა საინტერესო აქტივობები: გამოკითხვა თემში, პრეზენტაცია, კინოჩვენება, დისკუსია, ბუკლეტების დარიგება.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტში. ემოციური იყო მათთვის სოხუმის დაცემის კადრები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს არაერთი საინტერესო კითხვა დაებადათ, თუმცა იყო მთავარი კითხვა - „დავბრუნდებით აფხაზეთში?“, რასაც აუდიტორიამ ერთხმად გასცა პასუხი: „აფხაზეთი სქართველოა!“.
სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგ ელენა გოგიას და თითოეულ პროექტში მონაწილე მოსწავლეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა