მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები ოფიციალურადაა გაწერილი.
დოკუმენტში მოცემულია იმ აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც მზა სახით არ უნდა იყიდებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მოსწავლეებში ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, სკოლის კვების ბლოკში აკრძალულია შემდეგი პროდუქტების გამოყენება:
ა) საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);
ბ) მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;
გ) მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;
დ) დაკონსერვებული პროდუქტები;
ე) თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;
ვ) სოკო ნებისმიერი ფორმით;
ზ) კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
თ) ტკბილი გაზიანი სასმელები;
ი) ყავა.
რაც შეეხება კვების ობიექტის კონტროლს, დოკუმენტში ვკითხულობთ: „სკოლაში ბიზნესოპერატორის საქმიანობის სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ახორციელებს სააგენტო, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, სკოლის დირექტორი/დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.