მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი ტრაგიკული დღე 27 სექტემბერი გაიხსენეს.
31 წლის წინ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ დღემ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„აფხაზეთი მოსწყვიტა საქართველოს და ადამიანები სამშობლოში დევნილებად აქცია“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სკოლაში დაუშვეს საქართველოს სახელმწიფო დროშა. მოსწავლეებმა ისაუბრეს 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკულ მოვლენების შესახებ, გმირებზე, რომლებიც თავდადებით, საკუთარი სიცოცხლის ფასად, იცავდნენ სოხუმს. მათ, ასევე წაიკითხეს ნაწყვეტები თეა ლომიძის ნაწარმოებიდან - „წერილი ბოთლში“.
სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირების ჟიული შარტავას, გენო ადამიასა და მამია ალასანიას ბიუსტები ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაუნთეს გარდაცვლილთა სულებს.
მოსწავლეებმა ასევე შექმნეს თემატური ნახატები, მოაწყვეს პრეზენტაციები და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
აღსანიშნავია, რომ 27 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ასევე ჯვართამაღლების დღეს აღნიშნავს. ამავდროულად 27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ტრაგიკულ დღედ ითვლება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბურნაშეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონსიძიება სხვადასხვა ენებზე ჩაატარეს
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით დაუდასტურეს