სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი მოგზაურობა წიგნიერების სამყაროში 
30-09-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

პედაგოგი მარი თაბაგარი კი ერთ-ერთია, ვინც მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს ასწავლის, მათ კულტურულ განვითარებაზე ზრუნავს და შემოქმედებითობის წასახალისებლად არაერთ აქტივობას თუ ღონისძიებას მიმართავს.

პედაგოგი, მისი ხელმძღვანელობით გამართული მორიგი ღონისძიების შესახებ გვიყვება, რომელმაც მოსწავლეები წიგნიერების სამყაროში ამოგზაურა. 

„მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობაო, გვეუბნებოდა ილია ჭავჭავაძე. წარსულის პატივისცემა კი ოჯახებსა და სკოლიდან  იწყება და წიგნებსა და მუზეუმებში თავს გვახსენებს. ამიტომაც წიგნის სიყვარულმა, თუ ქართული ფესვების პატივისცემამ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკამდე  მიგვიყვანა.

ბიბლიოთეკის III კორპუსში შესული საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეხუთეკლასელები ინტერესით უსმენდნენ ქალბატონ მარი ჭყონიას, რომელმაც ყველა სართული შემოგვატარა. 

განსაკუთრებული გულისყურითა და სითბოთი საყმაწვილო განყოფილებაში დაგვხვდნენ. ეს ყურადღება ბავშვებმაც იგრძნეს და წიგნის სიყვარული აქ მეტად გამოხატეს. მხოლოდ იმ პირობით დატოვეს სამკითხველო, რომ კიდევ ბევრ საინტერესო ადგილს ვაჩვენებდით. საკონფერენციო დარბაზში, მიკროფონების დანახვისას,  ინტერვიუს სურვილიც გაუჩნდათ და ბევრიც იხალისეს.

ელექტრონული წიგნებითაც დაინტერესდნენ. თუმცა  დარბაზში მკითხველები დაგვხვდნენ და ჩვენც ჩურჩულითა და ფეხაკრეფით დავტოვეთ იქაურობა. პირველ კორპუსში გადავინაცვლეთ. გავუყევით ლაბირინთს, რომელსაც წიგნის მუზეუმთან მივყავდით. გზად 

ჯერ კატალოგებით აღფრთოვანდნენ, შემდეგ კი იმ ქართული ხუროთმოძღვრებით, თავის დროზე არქიტექტურის განვითარებასაც რომ  შეუწყო ხელი. როცა ბავშვებმა გაიგეს, ამ  დიდებულ შენობაში უწინ სათავადაზნაურო ბანკი იყო და მას ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდაო, ილიას მუზეუმში შარშანდელი სტუმრობაც გაიხსენეს. 

წიგნის მუზეუმში ქალბატონი ნინო ხვედელიძე შეგვიძღვა. „ილიას ბიბლიოთეკამ“ თუ გამოფენილმა ხელნაწერებმა თვალი და გული ერთნაირად გაუხარა ბავშვებს.  წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების როლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 1629 წელს გამოცემული „ქართულ-იტალიური ლექსიკონითაც“ დაინტერესდნენ და ქართულ სტამბაში დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსნითაც“. 

ბოლოს ილია ჭავჭავაძის კაბინეტს მივაშურეთ. სამუშაო მაგიდას ბავშვები სიყვარულით შემოეხვივნენ. ყოველი დეტალითა და ნივთით დაინტერესდნენ. უკან გამობრუნებულები კი ნანახსა და განცდილს ერთმანეთს ემოციებით უზიარებდნენ. შეთანხმდნენ, აქ კიდევ დაბრუნდებიან, როგორც კარგი მკითხველები, რადგან  მათ ნამდვილად იციან,  „ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება“, - გვეუბნება პედაგოგი. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

ღონისძიებაზე ბავშვებმა მხატრვულად წაიკითხეს თემატური ლექსები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება