სიახლეები
სიახლეები

სწავლა 20-ზე მეტ საჯარო სკოლაში შეწყდა - როდის ანაზღაურდება გაცდენილი დღე და რა განმარტებებს აკეთებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი
30-09-2024
-
+


უამინდობის გამო, დღეს, 30 სექტემბერს სასწავლო პროცესი ხობის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში შეწყვეტილია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა გაავრცელა. 

„ძლიერი ქარის გამო,მოსწავლეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე , ხვალ 30 სექტემბერს სასწავლო პროცესი არ ჩატარდება არცერთ საჯარო სკოლაში. ხვალინდელი დღე სკოლებში ანაზღაურდება შაბათს 5 ოქტომბერს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ხომ არ დააზიანა ქარმა საგანმანათლებლო დაწესებულების შენობები საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ანა არაბულს დავუკავშირდით.

„ძლიერი ქარის გამო, სკოლის დირექტორებმა გადაწყვიტეს რომ მოსწავლეებისთვის უსაფრთხო არ იქნებოდა სკოლაში მისვლა, ამიტომაც გვთხოვეს სწავლა დღეს არ წარმართულიყო, გაცდენილი დღე კი შაბათს ანაზღაურდება. აღსანიშნავია, რომ ხობში არც ერთი სკოლა არ დაზიანებულა“, - განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ ძლიერმა ქარმა გუშინ პრობლემები საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში შექმნა, მათ შორისაა ტყიბული და ზუგდიდი. ძლიერმა ქარმა დააზიანა ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის ეზოში ხე წააქცია და სტადიონი დაზიანდა. ტყიბულში კი ქამა 20-ე მეტ სახლს სახურავი გადახადა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება