სიახლეები
სკოლები

„ბუნების შვილები“ - წყალტუბოს N1 სკოლის VI მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საინტერესო გაკვეთილი 
01-10-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების გაზრდის მიზნით,  VI კლასში (დამრიგებელი თამილა თუთბერიძე) ჩატარდა გაკვეთილი თემაზე - „ბუნების შვილები“ (ვაჟა-ფშაველას „ქუჩის“ მიხედვით).

„რადგან გარემოსდაცვითი განათლება აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული პასუხისმგებლობის შესანარჩუნებლად, ეკოლოგიური კულტურის ჩამოსაყალიბებლად, ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით გამახვილდა“,- გვეუბნებიან სკოლაში გაკვეთილის თემაზე საუბრისას.

სასწავლო პროცესი მეტად საინტერესოდ წარიმართა და მოიცავდა არაერთ აქტივობას. 

მოსწავლეებმა გააანალიზეს ტექსტი, ისაუბრეს ბუნების როლზე ადამიანის ცხოვრებაში, წაიკითხეს ჩანახატები, წარმოადგინეს თავიანთი ნახატების პრეზენტაციები, შექმნეს სლოგანები ბუნების დაცვა-გაფრთხილებაზე და მიაკრეს „სურვილების ხეზე“.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორის მოადგილე სალომე ქობალია,რომელმაც დადებითად შეაფასა მოსწავლეთა ნაშრომები და მოუწოდა ბავშვებს, ყოფილიყვნენ ბუნების ქომაგები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება