სიახლეები
სკოლები

„ო, აფხაზეთო, ამორძალი ხარ მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“ - დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ემოციური ღონისძიება 
30-09-2024
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის დღე ემოციურად გაიხსენეს.

27 სექტემბერს, ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-8 კლასში, რომლის დამრიგებელი ბელა კაციტაძე გახლავთ, შემეცნებითი ღონისძიება „ო, აფხაზეთო, ამორძალი ხარ მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს და გაახსენეს აფხაზეთის ომის ტრაგედიის ეპიზოდები. მერვეკლასელებმა წაიკითხეს ლექსები. ღონისძიებაზე, ასევე შესრულდა სიმღერა და ქორეოგრაფიული ნომერი.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვეული იყო ამავე სკოლის კურსდამთავრებული, აფხაზეთის ომის ვეტერანი ზვიად ბაქრაძე, რომელმაც საინტერესოდ ისაუბრა აღნიშნულ თემაზე. მას, მოსწავლეებმა, პედაგოგებმა დაუსვეს კითხვები, რამაც მეტად გაამრავალფეროვნა და საინტერესო გახადა შეხვედრა.

სკოლის დირექციამ მოწვეულ სტუმარს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება