სიახლეები
სკოლები

„ჩემი ცა და მიწა დამიბრუნე ღმერთო“ - ლასურიაშის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს ღინისძიება მიეძღვნა 
01-10-2024
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლაში გაიხსენეს სოხუმის დაცემის დღე - ერთ-ერთი მტკივნეული და ტრაგიკული მოვლენა საქართველოს უახლოეს ისტორიაში.

გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ჩემი ცა და მიწა დამიბრუნე ღმერთო“.

ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.

მოსწავლე-მასწავლებლებმა გაიხსენეს ის გმირი ადამიანები, რომლებმაც წინაპართა მიწის დაცვას სიცოცხლე შესწირეს.

მოსწავლეებმა ნახეს ფილმი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მოუსმინეს სიმღერას, რომელიც ტრაგიკული მოვლენების პერიოდში დაიწერა. გაიმართა ინტელექტუალური თამაში - რა?სად? როდის? აფხაზეთის თემაზე. 

ისტორიის მასწავლებელმა - მზია მუშკუდიანმა, აღნიშნა რომ, ეს დღე გვახსენებს არა მხოლოდ დაკარგულ ტერიტორიებს, არამედ ერთიანობის, მშვიდობის და სამართლიანობისაკენ სწრაფვის მნიშვნელობას.

31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედებს სიმღერები მიუძღვნეს და 3 მარტი აღნიშნეს

ბურნაშეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონსიძიება სხვადასხვა ენებზე ჩაატარეს

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება