სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოლონელი სტუმრებისთვის საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
01-10-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა განვითარებაზეც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ამჯერად, IX-XI კლასის მოსწავლეებმა, გაცვლით პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის ქალაქ პოზნანის N38 ორენოვანი ლიცეუმის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე გამართეს. 

მათ შემდეგ თემებზე ისაუბრეს:

  • „მძიმე მეტალების დაგროვება მცენარეში“ - მომხსენებლები: ნიკა ტორაძე, მათე ბეროძე, მიხეილ შავგულიძე, ლაშა უგრეხელიძე (X კლასი). ხელმძღვანელი - მარინე კუჭუხიძე;
  • „ოქროს წარმოება საქართველოში“ - მომხსენებლები: აკაკი წიტაიშვილი და ანდრია კოსტავა (IX კლასი). ხელმძღვანელი - დალი კობახიძე;
  • „მეტალურგია საქართველოში და ფერადი ლითონები“ - მომხსენებელი - ბექა ბაბუნაშვილი (X კლასი). ხელმძღვანელი - ნინო ქორიძე;
  • „მანგანუმის მავნე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“- მომხსენებელი - თამთა ხელაძე (XI კლასი). ხელმძღვანელი - ნანა ყანთელაძე;
  • „დარიშხანი და მისი საბადოები საქართველოში“ მომხსენებელი XI კლასის მოსწავლე. ხელმძღვანელი - ნანა ყანთელაძე;
  • „პესტიციდების გავლენა გარემოზე“ - მომხსენებელი ანტონ ზივზივაძე (XI კლასი). ხელმძღვანელი - ზეინაბ ნემსაძე;
  • „გლობალური დათბობის საფრთხეები“ - მომხსენებელი: ანდრია კაკუშაძე (XI კლასი). ხელმძღვანელი - ზეინაბ ნემსაძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ექსპერიმენტებიც ჩაატარეს, რომელთა მსვლელობაშიც პოლონელი მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.

პრეზენტაცებმა როგორც ქართველი, ისე პოლონელი სტუმრების მხრიდან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება