სიახლეები
სკოლები

გოგინაურის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება ზეიმად უქციეს 
01-10-2024
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებამ ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმა. 

ამ მნიშვნელოვან დღეს სკოლაში ყველა დიდი სიხარულით გამოცხადდა. მათ ერთმანეთს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. აღსანიშნავია, რომ მონატრებული მოსწავლეების დასახვედრად, პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ. 

სკოლაში დიდი სიყვარულით მიიღეს ერთადერთი პირველკლასელი, რომელსაც კუთვნილი კომპიუტერი და წიგნები გადაეცა. 

სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა - ლევან გოგიტიძემაც მიმართა.

„ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო და კოლეგებო, გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას! 

განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელს, რომელმაც პირველად შემოაღო ჩვენი სკოლის კარი, რათა დაფრთიანდეს და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიოს ქვეყანას.

შემოქმედებით და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ. ცოდნის ტაძარში გატარებული თითოეული დღე ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული ყოფილიყოს. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ მონდომებას, სიბეჯითეს, გამძლეობას და ცოდნის შეძენის დაუოკებელ წყურვილს“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა ლევან გოგიტიძემ.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება