სიახლეები
სკოლები

ახალდაბის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული - ლიზი დავითაძე ლიტერატურულ მარათონში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა 
01-10-2024
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ამის დასტურია მოსწავლეთა თუ კურსდამთავრებულთა მიღწევები. ამჯერად, სკოლაში კურსდამთავრებულის, დღეს უკვე სტუდენტის - ლიზი დავითაძის წარმატებით ხარობენ. ის ლიტერატურულ მარათონში მონაწილეობდა და პირველი ადგილი მოიპოვა. მისი პედაგოგი მალვინა ზოიძე გახლდათ. 

როგორც სკოლის დირექტორი - თემურ დავითაძე გვიყვება, ლიზი დავითაძემ შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის უნივერსიტეტში, 50%-ანი გრანტით, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

„15 000 ათასი მოსწავლიდან 142 გამარჯვებული მოსწავლე და ამ 142-ში შენი 25-მოსწავლიანი სკოლის მოსწავლე (უკვე სტუდენტი) - ლიზი დავითაძე, რომ მოხვდება და გაიმარჯვებს (პირველი ადგილს ლიტერატურულ მარათონში მოიპოვებს) დიდი სიხარულია ნამდვილად. მუდამ წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს სკოლას და მის გუნდს“,- წერს სკოლის დირექტორი თემურ დავითაძე. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს ლეპტოპები, პლანშეტები, სმარტ საათები და სიგელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე - რამაზ ჯინჭარაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ჯემალ სურმანიძემ გადასცეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება