მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის განმავლობაში სიმულაციური ავტორიზაცია 6 დაწესებულებაში განხორციელდა. პროცესში ჩართული იყვნენ თბილისის 101 საბავშვო ბაღი, თეთრიწყაროს, გორის, დედოფლისწყაროს, ხელვაჩაურის და ბოლნისის საბავშვო ბაღები.
სიმულაციური ავტორიზაციის პროცესი გამოცდილებითი სწავლების მნიშვნელოვანი ეტაპია და მიზნად ისახავს რეალური ავტორიზაციისთვის მომზადებას.
პროცესში გამოცდილება მიიღეს თავად საბავშვო ბაღებმა, ავტორიზაციის ექსპერტებმა, ავტორიზაციის საბჭომ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა. პროცესში გამოვლენილი მიგნებები და გამოწვევები გამოყენებული იქნება სამომავლოდ პროცესების დახვეწისა და განვითარებისთვის.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რეალური ავტორიზაციები 2025 წლიდან დაიწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ავტორიზაციის გავლის განრიგის შესაბამისად.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ბაღების ავტორიზაციის პროცესში დაწესებულებების ხელშეწყობის პროექტებს, შეხვედრებს, ტრენინგებს და სხვა აქტივობებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.