მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლაში, საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც ასისტენტ-პროფესორმა შემეცნებითი ხასიათის მოხსენება წაიკითხა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა 27 სექტემბერს, „საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაციისა და სამეცნიერო კვლევის სტიმულირების“ ფარგლებში გაიმართა.
მოხსენება, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა, პროექტ - „პრეისტორიული ხანა საქართველოში:ცხოვრება მღვიმე-გამოქვაბულებსა და ღია ცის ქვეშ“, ხელმძღვანელმა, გურამ ჩხატარაშვილმა, წაიკითხა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ X და XI კლასის მოსწავლეები, რომლებსაც მომხსენებელმა გააცნო გამარჯვებული პროექტის მიზანი, სამუშაო გეგმა და დაგეგმილი აქტივობები. ამასთან ერთად, როგორც არქეოლოგმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში არქეოლოგიის დარგის ჩამოყალიბებაზე, მის მნიშვნელობასა და როლზე ჩვენი ისტორიის უძველესი საფეხურების შესწავლის თვალსაზრისით.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარდება ლექციები პრეისტორიული ეპოქის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.
სკოლაში, პროექტის დაფინანსებისა და მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას უხდიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს