სიახლეები
სკოლები

არბოს საჯარო სკოლის მოსწავლეები შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობდნენ
02-10-2024
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით და საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო პროექტში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, ისინი „მეცნიერების ფესტივალი 2024“-ში მონაწილეობდნენ.

„მეცნიერების ფესტივალი 2024“, 26 სექტემბერს, ქალაქ გორში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახლგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მოეწყო.

ფესტივალის მიზანი იყო:

საქართველოს რეგიონებში, კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა;

ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაცია, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივირება.

აღნიშნულ ფესტივალს, როგორც გვიყვებიან, ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლებთან და დირექციის წარმომადგენლებთან ერთად. 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა  ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

„განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწყობილმა ლოკაციამ, არქეოლოგიურმა სივრცემ. იქ განთავსებული იყო არქეოლოგიური უბანი, ე.წ „კულტურული ფენა“, სადაც დამარხული იყო „ექსპონანტების ნაშთები“, რომლებიც ჩვენმა მოსწავლეებმა აღმოაჩინეს.

აღნიშნულმა ფესტივალმა ნამდვილად შეძლო ჩვენი მოსწავლეების დაინტერესება მეცნიერებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება