მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან, ინტეგრირებულ გაკვეთილებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, სამი საგნის (ბუნება, მათემატიკა, ისტ-ი) ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობები ღია ცის ქვეშ გამართეს. მათ მეცნიერების როლი მოირგეს და პედაგოგებთან - ნანა არევაძესთან, ანა ნიკაჭაძესა და მიშა ყვავაძესთან ერთად, კარგად გაართვეს თავი პრაქტიკულ სამუშაოს. კერძოდ, გაზომეს ფოთლის ფირფიტები, ფოთლის ყუნწები და მონაცემები წარადგინეს ცხრილის სახით.
„მეცნიერები ყველაფერს იკვლევენ, რაც გარემოში ხდება და კითხვებზე პასუხის გასაცემად კვლევის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ჩემმა პატარებმაც, არაჩვეულებრივად გაართვეს თავი დავალებას“, - გვიყვებიან სკოლაში.
აქტივობები მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
სკოლაში კარგად აქვთ გააზრებული ინტეგრირებული გაკვეთილების მნიშვნელობა.
„ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეს ეხმარება, ერთი საგნის წინარე ცოდნა გამოიყენოს მეორე საგნის ასათვისებელი მასალის საფუძვლად. იგი საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და ამაღლებს მოტივაციას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს