მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მათ წარმატებულ მომავალსა და მოტივირებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებაში ერთვებიან.
ახლახან, პროექტის - „არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, სოფელ გუმბათში დებატების ტექნიკაში ტრენინგები ჩატარდა. მის მიმდინარეობაში ამავე სკოლის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველ ეტაპზე მონაწილეები შეირჩნენ. პროექტის მეორე ეტაპზე კი, ტრენინგის მონაწილეები საჯარო დებატებში ჩაერთვებიან.
ამ პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ისეთი უნარების განვითარებაა, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა და ა.შ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს