მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში, სკოლის მიღმაც იღრმავებენ ცოდნას და კლასელებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
აღსანიშნავია, რომ 27 სექტემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო ფესტივალი, რომელსაც რუისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ.
ფესტივალის მიზანი ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართვა გახლდათ.
უნივერსიტეტის ღია სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლისა და პროფესიული კოლეჯის მიერ წარმოდგენილი აქტივობები და ხალხური, ტრადიციული რეწვის (თიხა, თექა) ნამუშევრების გამოფენა, რაც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთთვის.
ინოვაციებით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა ხალისით დაათვალიერეს გამოფენა, გამოიკვლიეს და დააკვირდნენ ექსპერიმენტებს, იმსჯელეს შედეგებზე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
სკოლაში ჩატარდა ვიქტორინა: „რა ვიცით დავით აღმაშენებლის და ქეთევან წამებულის შესახებ“