სიახლეები
სკოლები

დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსოვნას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა
04-10-2024
-
+


26 სექტემბერს საქართველოში დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღე აღინიშნება. სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა ღონისძიება ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში.

მეთორმეტეკლასელმა მარიამ კვარაცხელიამ პრეზენტაცია წარადგინა, სადაც ისაუბრეს ქეთევან დედოფლის გმირულ ისტორიაზე, სარწმუნოებრივ ღვაწლზე.

საინტერესოდ ისაუბრა მოწვეულმა სტუმარმა, წმინდა ნინოს ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა სერაფიმე ზარქუამ, სკოლის ექიმმა, ლია ცომაიამ, პედაგოგ-მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა. გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები. ეს იყო სკოლის მიერ გამოხატული მადლობა დიდებული წმინდანისადმი, რომლის შესახებ სამართლიანად ითქმის, თვით დაიწვა, მაგრამ სხვებს კი გზა გაუნათაო.

„საქართველოს ისტორია გადაჯაჭვულია სარწმუნოებრივ ღვაწლთან, დიდი ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ „საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყვნევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი“.

ჩვენი ერის დიდება წამებულებზე გადის, ალბათ იშვიათია ერი ამდენი წამებული ჰყავდეს, ამდენი თავგანწირვის შარავანდედით შეემოსოს ქვეყნის ისტორია. 

„დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს“.

ასეთი დიდი ძლევამოსილებით შემოსა საქართველოს ისტორია კახთა დიდმა დედოფალმა ქეთევან წამებულმა, რომელმაც ეკლიანი გვირგვინი დაიდგა ქრისტიანობისა და ქართველობის გადასარჩენად, მისმა უებრო გმირობამ ის არა მარტო მართლმადიდებელთა, არამედ კათოლიკეთა წმინდანადაც შერაცხა“,  - სკოლაში ამ სიტყვებით გამოეხმაურნენ ღონისძიების მიზანს, ამ დღის არსს და საქართველოს იმ დიდ ისტორიას, რომელმაც არაერთი წიმინდანის სახელი შემოინახა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

რამდენი საათი უნდა იმუშაონ ბაღის აღმზრდელებმა - დოკუმენტი

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

სკოლის სახელით, მოსწავლე-მასწავლებლებმა მაშველებს მცირედი ნობათი გადასცეს

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრის ბიოგრაფია, ისაუბრეს მისი შემოქმედების თავისებურებაზე

ბავშვებმა დიდი სიხარულით, მონდომებით იმუშავეს

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ პროფესიის სწორი არჩევანის მნიშვნელობის გააზრება უწყვეტი განათლების კონტექსტში

მოსწავლეებმა უპასუხეს საინტერესო კითხვებს, გაიაზრეს თემა და ჩაუღმავდნენ არართ საკითხს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება