მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად, საინტერესოდ მიმდინარეობს. მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტებში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ბავშვებმა სკოლის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის - ლიანა დათაშვილის თანხლებით, რეგიონულ ფესტივალში - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“ მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებში მეცნიერების პოპულარიზაცია.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებულ რეგიონულ ფესტივალს „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“, 1-ელ ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალციხის ციხეზე უმასპინძლა.
საგამოფენო ნაწილი დაეთმო სახალისო საგანმანათლებლო და კვლევით ექსპერიმენტებს, კრიმინალისტიკის ლაბორატორიულ ცდებს, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ვეტერინარიის მასტერკლასებს სადაც სკოლის მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. აღსანიშნავია, რომ მათ ასევე საჩუქრები მიიღეს.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
სკოლის სახელით, მოსწავლე-მასწავლებლებმა მაშველებს მცირედი ნობათი გადასცეს
კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ პროფესიის სწორი არჩევანის მნიშვნელობის გააზრება უწყვეტი განათლების კონტექსტში