სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა „ხარაზულას“ განცდები „გააცოცხლეს“
07-10-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მუშაობს, რომელთა მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა განვითარება და მათთვის სწორი ღირებულებების ჩანერგვაა. 

ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიკო გორგილაძე, რომელიც მოსწავლეებს არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობს. 

ამჯერად, მისი ხელმძღვანელობით მე-6 კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს. მათ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები „ხარაზულა“ შეისწავლეს, იმსჯელეს და ხის განცდები ფურცელზე გადაიტანეს. მათი ნააზრევი გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებს.

„მასწავლებლისთვის იმაზე დიდი სიხარული არ არსებობს, ვიდრე მოსწავლეების წარმატებაა. საგაკვეთილო პროცესი კრეატიული, შემოქმედებითი, მიდგომებისა და ურთიერთგაზიარების უნარების გამოვლენაა.

დიდი ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ვის არ აუჩუყებს გულს, ვის არ მოანდომებს, რომ ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, შეექმნა პაწაწინა ტექსტი, რომელიც მკითხველის გულწრფელი აღტაცების, დაფიქრების, ღიმილისა და ცრემლის მიზეზი გახდებოდა.

პატარა და ძალიან ჭკვიანმა მე-6 კლასელებმა დიდი ინტერესით წაიკითხეს მოთხრობა ხაზარულა, რომელიც ვაშლის ხის ისტორიაა.  გურიის ერთ-ერთ სოფელში, ამ სასარგებლო ხილის ირგვლივ დატრიალებული ამბები კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა მათთვის ...

განვიხილეთ, ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ, მხატვრულ სახეებზე, ხერხებზე, მოქმედების დრამატურგიაზე, სიუჟეტის მრავალფეროვნებაზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და ეკოლოგიაზეც კი...

ვერ შეველიეთ გმირებს. გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გაგვესულიერებინა და ბოლომდე შეგვეტკბო ტექსტის არსი.

თითოეულმა მოსწავლემ თავისებურად აამეტყველა მცენარე, ისეთი ფრაზები დაწერეს, რომ უდიდეს კლასიკოსსაც კი აუჩუყებდა გულს „ხაზარულას ფიქრები".

დავით მახაშვილისთვის ის დრამატულ პერსონაჟად დარჩა - „ვკვდებოდი, არ მინდოდა სიკვდილი, მაინც გადაწყვიტეს ჩემი მოჭრა, მეძნელებოდა აქაურობის დატოვება, რადგან ბებიაც და შვილიშვილიც ჩემი ოჯახი გახდა".

ჯაბა ღვანიძისთვის მომაკვდავი ხის ფიქრები, მაინც სიცოცხლის დაუოკებელ სურვილს დაუკავშირდა: „როდესაც სამუდამოდ დავხუჭე თვალები, ვიფიქრე, თუ რატომ გამიმეტეს სასიკვდილოდ?!"

ბარბარე ხარჩილავა მაინც ადამიანის დამნდობ ბუნებას ჩაეჭიდა და ხის ემოციებიც დაგვანახა: „ბიჭი ალბათ ჩემ შეშინებას ცდილობს. იმ ბებრუხანა ანანიას ფილოსოფიას არ დაუჯერებს. ამჯერად ავყვავდები, ნაყოფს გამოვისხამ, თავი არ მაქვს, მაგრამ მათ გამო, მაინც დავიმძიმებ ნაყოფით ტოტებს. ამ გაგანია ომის დროს მშივრებს ხომ არ დავტოვებ ფაშისტი ჰიტლერისგან განადგურებულ, დამშეულ და მაინც ხალისიან გურულებს. ...ამ ფიქრებში გაბრუებულმა  გვერდებში  საშინელი ტკივილი ვიგრძენი.  მომჭრეს. სამუდამოდ დავხუჭე თვალები ყველაფერზე, იმისათვის, რომ ყინვიან ზამთარში ადამიანებისთვის სითბო მეჩუქებინა"...

ნიკოლოზ მამედოვისთვის, ნებისმიერ ასაკში, სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: „უნაყოფო, უმწეო ბებერს დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს უსათუოდ ვიტყოდი: მე ვხედავ, მე მესმის, მე დემეტრე ნებიერიძემ ხაზარულას მიერ სიცოცხლესთან გამოთხოვების უკანასკნელი მომენტები და განცდები აღწერა: ,, ფესვებიდან ვისრუტავ გაბზარული ჭურიდან გამოჟონილ  წითელ, მათრობელა სითხეს... ახლა ვხვდები, რატომ იცინოდნენ, ტიროდნენ, ხუმრობდნენ,  კამათობდნენ  ღვინით მთვრალი ადამიანები... მჭრიან და ტკივილს ვერ ვგრძნობ გაბრუებული, დიდი შეღავათია... უკანასკნელად ვახელ თვალებს და ვხედავ თვალცრემლიან  ბიჭსა და ცისკენ ხელებაშვერილ დედაბერს ... ვხვდები, რომ ვკვდები - ვიძინებ სამუდამოდ!"

ნიკოლოზ ჩხეიძემ გულაჩუყებული და უიმედო მცენარე აალაპარაკა: „საბოლოოდ მივხვდი, რომ ამ ოჯახს, ვისთანაც მთელი სიცოცხლე გავატარე და ვატკბობდი, აღარ ვჭირდებოდი. მაშ,  რა აზრი აქვს სიცოცხლეს, როცა აღარავის უყვარხარ?!...

ანდრია კუკულაძემ სასოწარკვეთილი ხაზარულას განცდები გააცოცხლა: „ღვინო შევისრუტე და თავბრუდახვეულმა ვერც კი ვიგრძენი ტკივილი, ისე გავეცალე სიცოცხლეს და გადავინაცვლე მარადისობაში"...

ხატია ზაქაიძემ ხის სიცოცხლესთან განშორება გულისამაჩუყებელი ემოციით წარმოადგინა: „თურმე არ მცნობია ადამიანები - ჩემებს რომ ვუწოდებდი, გული მომიკვდა და საბოლოოდ დავხუჭე თვალები" ...

ნენე ხოჭოლავამ ხილულ სამყაროსთან უკანასკნელი შეხების ემოცია გააცოცხლა: „წუთიერად ჩამეძინა. რთულია საკუთარი სიცოცხლის სადარაჯოზე დგომა... შემაჟრჟოლა და გამოვფხიზლდი, უცნაური ჩანდა სამყარო, ამქვეყნიური აღარ ვიყავი და სამუდამოდ მივენდე სიკვდილს" ...

ანა გურაშვილმა ჩვეული სინატიფითა და სიფაქიზით წარმოგვიდგინა ვაშლის ხე: ,,ნეტავ, ბიჭისთვის მეც მეთქვა, როგორ მიყვარდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გვიანაა... სიცოცხლეს რომ  დამიბრუნებდნენ ვეტყოდი, როგორ მინდოდა მათთან სიხარულის, სევდის, გაზიარება... ნეტავ, როგორია იყო ადამიანი და გრძნობდე ამ ყველაფერს".

ბარბარე კვენიაშვილმა სიყვარულით აღვსილი და უბოროტო ხის ბოლო სიტყვა დაწერა: „რატომ უნდა მომჭრან? ალბათ აღარ ვჭირდები, ნეტავ იცოდნენ, როგორ მიყვარს ეს ოჯახი!" 

ერეკლე ბეგიაშვილმა კი შესანიშნავი მხატვრული ხერხებით გადმოსცა ხაზარულას საბედისწერო დასასრული:  „მე, მათთვის ყველაფერი გავაკეთე,  ჩემი სხეულის ჩამომხმარი ნაწილები უკანასკნელ მსხვერპლად გავეცი, რომ გაყინული სხეული გაეთბოთ... შემდეგ კი უმტკივნეულოდ გავქრი ამ სამყაროდან..." 

ბარბარე ქიტიაშვილმა სიცოცხლისა და ნაყოფიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ბებერი ხის მონოლოგში: „ოდესმე ყველა დაბერდება და გასცილდება ამ წუთისოფელს,  მთავარია ისე იცოცხლო, რომ ბედნიერება და სიხარული მიანიჭო ადამიანებს, მიდამოს, ყველაფერს - სულიერსა და უსულოს"

მე, როგორც მათ მასწავლებელს, ისღა დამრჩენია, გულწრფელი აღტაცება გამოვთქვა სათუთი ნააზრევისა და ზოგადად, სიყვარულით სავსე დამოკიდებულების გამო...

და ბოლოს, ადამიანებიც ხომ მცენარეებივით ვართ. ვისრუტავთ სიყვარულსა და დაუვიწყარ ემოციებს. მე, როგორც მასწავლებელი,  ჩემი შეგირდებისგან...“,- ასე აფასებს სოფიკო გორგილაძე, ქართული ენასა და ლიტერატურის პედაგოგი, მოსწავლეთა ნამუშევრებს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

კონკურსს საუკეთესო ათეულიც ჰყავს, სადაც უკვე 80 ნიჭიერი, გამორჩეული და საქმეზე შეყვარებული პედაგოგია გაერთიანებული

თბილისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - დეტალები

მშობლებს სკოლიდან შეტყობინებები დაეგზავნებათ - რა ინფორმაციის მიიღებთ მოსწავლეების შესახებ და როგორ უნდა ისარგებლოთ ახალი აპლიკაცით 

ვის ევალება სკოლის „ბუფეტების“ კონტროლი და რომელი მზა პროდუქტის გაყიდვა იკრძალება

სკოლამდელი განათლება მოიცავს ადრეული ასაკის (0-დან 8 წლამდე) ბავშვის განათლებისა და განვითარების შესახებ მეცნიერულ ცოდნასა და პროფესიულ პრაქტიკას

პიროვნება

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



სკოლები

პირველკლასელებმა მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს


 

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება