სიახლეები
სკოლები

სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი კედლის გაზეთი დაამზადეს
07-10-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება თითოეული მასწავლებლის ღვაწლსა და შრომას აფასებს. 

ამას ისიც ადასტურებს, რომ სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა თემატური აქტივობა მიეძღვნა. თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს, რომელიც სითბოთი და მადლიერებითაა სავსე. მათ კრეატიულობა და თავიანთი მასწავლებლების მიმართ პატივისცემა გამოავლინეს. 

აღნიშნული გაზეთი მოიცავს მასწავლებლების პორტრეტებს, მოსწავლეების დაწერილ სიტყვებს, ლექსებსა და სურათებს, რომლებიც პედაგოგთა შრომის პატივისცემასა და მათდამი მადლიერებას გამოხატავს. 

სკოლის დირექცია, ასეთი ორიგინალური კედლის გაზეთის შექმნისთვის, თითოეულ კლასსა და მათ დამრიგებლებს მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს. 

„სტატიებში მოსწავლეები ყვებიან თავიანთ გამოცდილებებზე, როგორ იმოქმედა მასწავლებლებმა მათ ცხოვრებაზე და როგორ შეუწყვეს ხელი მათ პიროვნულ და საგანმანათლებლო განვითარებას. ასევე, ისინი ხაზს უსვამენ მასწავლებლების სითბოს, მოთმინებას და პროფესიონალიზმს, რაც ყოველდღიურად აძლიერებს მათ სწავლის სურვილს.

ეს კედლის გაზეთი არამარტო თარიღის აღნიშვნას ემსახურება, არამედ მასწავლებლების შრომის დაუფასებელ სიდიადეს უსვამს ხაზს, აერთიანებს სკოლის საზოგადოებას და ახალისებს მოსწავლეებს, უფრო მეტად დააფასონ სწავლა და სწავლება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

რამდენი საათი უნდა იმუშაონ ბაღის აღმზრდელებმა - დოკუმენტი

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრის ბიოგრაფია, ისაუბრეს მისი შემოქმედების თავისებურებაზე

ბავშვებმა დიდი სიხარულით, მონდომებით იმუშავეს

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ პროფესიის სწორი არჩევანის მნიშვნელობის გააზრება უწყვეტი განათლების კონტექსტში

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება