| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და განათლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ აღსაზრდელები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში წარმატებას ხშირად აღწევენ.
ამჯერად, წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, „კინგსის“ ოლიმპიადის, გაზაფხულის სეზონზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და სერტიფიკატები გადასცა.
ასევე, სერტიფიკატი გადაეცა VIბ კლასის მოსწავლეს, ბარბარე დათუაშვილს. მისი დამრიგებელი სალომე ნოზაძე გახლავთ.
გარდა ამისა, დიპლომებითა და სერტიფიკატებით პედაგოგ ბელა ოქრიაშვილის სადამრიგებლო - IVბ კლასის მოსწავლეები - გიორგი დათუაშვილი, ტიმოთე ქობალია, დანიელ ქავთარაძე, გიორგი ჩივაძე, გვანცა მოსულიშვილი, გიორგი იმერლიშვილი დაჯილდოვდნენ.
სკოლა-გიმნაზიის დირექცია მოსწავლეებსა და პედაგოგებს მორიგ გამარჯვებას ულოცავს და მომავალ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს