მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ისინი სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეების დებიუტი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, მინი ფეხბურთში წარმატებით შედგა. პირველ თამაშში გაუწყინარის საჯარო სკოლის გუნდმა, ანგარიშით: 4-2 გაიმარჯვა. მათ სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
სკოლაში მოსწავლეებით ამაყობენ და მათ მეოთხედფინალში წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“